ხულოში ''ქართული ოცნებიდან'' ოპოზიციაში წასული ყოფილი თავმჯდომარე პარტიიდან გარიცხული იყო - მმართველი პარტია

17 ნოემბერი 2018, 00:00 2617 ნახვა

"ქართული ოცნების ხულოს ორგანიზაციის ყოფილი თავჯდომარე ომარ მახარაძე პარტიიდან ფინანსური დაღვევების გამო სამი თვის წინ გაირიცხა", - ასე ეხმაურება ოპოზიციაში გადასულ „ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

"მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი", - ასე მიმართა თორნიკე რიჟვაძემ ოპონენტებს. ამ დროისთვის "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ხულოს ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გოჩა მელაძე ხელმძღვანელობს. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში გვეუბნებიან, ომარ მახარაძეს სხვა მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია არ სურს. მისი გაერთიანებულ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში