სასამართლომ ცესკოს გადაწყვეტილება უცხოეთში კენჭისყრასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა

17 ნოემბერი 2018, 00:00 1417 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

როგორც „ცესკო“-ში განმარტავენ, ვინაიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკო - მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით, არჩევნების დღის 24:00 საათამდე.

ამავე კატეგორიაში