მოქალაქეებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები 1 იანვარს ამოქმედდება

18 ნოემბერი 2018, 00:00 1479 ნახვა

მოქალაქეებზე სესხის გაცემის რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და  სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად შევა ძალაში. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ახალი რეგულაციის მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება.

რაც თავის მხრივ, მათივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს, მათ შორის სამშენებლო კომპანიებში, სადაც   გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ, ეკონომისტები კი, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაზე აპელირებენ.

ამავე კატეგორიაში