იზრდება თუ მცირდება აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი?

18 ნოემბერი 2018, 00:00 1682 ნახვა

აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 314 მილიონ 117 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტის პროექტში ვკითხულობთ,  2019 წელს საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო ოდენობა, 2018 წელთან შედარებით, 30  მილიონი ლარით   იზრდება, პრიორიტეტებს შორის კი, კვლავ რჩება მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რეგიონის ინფრასტრუქტურის, მაღალმთიანი აჭარის განვითარება, სოციალური პროექტები, ტურიზმი, ახალგაზრდების ჩართულობა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება.

ამ ჩამონათვალის მიუხედავად ოპოზიცია წარმოდგენილ პროექტს იწუნებს.  შენიშვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში კი,   მის მხარდაჭერას არ აპირებს. განსხვავებულია არგუმენტები მმართველ გუნდში, სადაც პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ამავე კატეგორიაში