კახა კალაძე - საქართველოს მთავრობა ხვალ გამოაცხადებს ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმას

18 ნოემბერი 2018, 00:00 1637 ნახვა

„კლოუნადა“ უწოდა კახა კალაძემ, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ე.წ. საბანკო „შავი სიის“ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ გადაწყვეტილებას.

კალაძის თქმით ჭარბვალიანობის დასაძლევად „ქართული ოცნება“ და პრემიერი მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს საუბრობდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დღეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.

ამავე კატეგორიაში