შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, რომელთა ძირი დავალიანება 2000 ლარამდე აქვთ, ახალ წლამდე გაუნულდებათ - პრემიერ მინისტრი

19 ნოემბერი 2018, 00:00 4751 ნახვა

საქართველოში შავი სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, რომელთა ძირი დავალიანება, ძირითადად, 2000 ლარამდე აქვთ, ახალ წლამდე გაუნულდებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, |მოქალაქეების ნაწილი, ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება|. 

მისი თქმით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ბანკებსა და ე.წ. სესხის ამომღებ ფინანსურ ორგანიზაციებთან ერთად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ 600 ათასი მოქალაქის გადაუხდელი სესხის ჩამოწერა, რომლის საწყისი თანხა 2000 ლარი იყო, 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

საერთო ჯამში, მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შავ სიაში მყოფი მოქალაქეების დავალიანება მილიარდ ნახევარ ლარს შეადგენს. 600 ათასიდან 150 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, რომლებმაც მცირე რაოდენობის სესხი ვერ დაფარეს და ე.წ. შავ სიაში გადაინაცვლეს. 

საერთო ჯამში, საქართველოში 700 ათასი მოქალაქეა, რომლებსაც საფინანსო ორგანიზაციებს სესხი ვერ დაუფარეს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ეწევა დაახლოებით მოქალაქეების იმ 5%-ს, რომლების სესხის ძირი თანხა 2000 ლარზე მეტს შეადგენს.

პრემიერმა ასევე ისაუბრა მევახშეების პრობლემაზე, მისი თქმით, ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება საკითხი, რომლის გამო მოქალაქეები უსამართლოდ დაზარალდნენ.  

არჩევნებამდე  რამდენიმე დღით ადრე მიღებულ და გასაჯაროვებულ გადაწყვეტილებაზე, პრემიერ მინისტრის თქმით, დიდი ხნის წინ დაიწყეს მუშაობა. 

ამავე კატეგორიაში