მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი და პირველი რეკორდი გრან პრიზე

19 ნოემბერი 2018, 00:00 1958 ნახვა

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში გამართულ გრან პრის ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ყვითელაშვილმა მეტოქეობა ისეთ ტიტულოვან მოციგურავეებს გაუწია, როგორებიცაა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი იუძურუ ჰანიუ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში და ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი მიხეილ კოლიადა, შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ შვედეთიდან, აშშ, იაპონიიდან, გერმანიიდან და კანადიდან.

მორისმა ორი პროგრამის ჯამში 248, 58 ქულა დააგროვა და დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვა, გამარჯვება მხოლოდ იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს იუძურუ ჰანიუს დაუთმო, ხოლო რუს მოციგურავეს  23,5 ქულით აჯობა.

მორისის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები და მათ შორის, ურთულესი სამი ოთხმაგი ნახტომი, მსაჯების მიერ შეფასდა ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით 81, 20, რაც იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონზეც კი 3, 5 ქულით მეტი აღმოჩნდა.

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირზე აჩვენა.

ამავე კატეგორიაში