სტატისტიკის ეროვნული სამსახური: უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა

19 ნოემბერი 2018, 00:00 1703 ნახვა

 საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე გაიზარდა და 12.2% შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, მონაცემი 0.1 პროცენტითაა გაზრდილი. გოგიტა თოდრაძის თქმით,  დღეს უმუშევრობის ზრდა ძირითადად განპირობებული სეზონურობის ფაქტორით, რაც უკავშირდება განათლების დარგში დაქირავებულთა რაოდენობის კლებას, ასევე აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, უმუშევრობა მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

ამავე კატეგორიაში