ვინ შეხვდება ახალ წელს ვალის გარეშე? - ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა

19 ნოემბერი 2018, 00:00 3166 ნახვა

ვინ შეხვდება ახალ წელს ვალის გარეშე? - კითხვაზე პასუხი 3 დეკემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უთხრა.

მინისტრის თქმით, მონაცემები დამუშავდება და მთლიანი ბაზა  სპეციალურ ონლაინ პორტალზე განთავსდება, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს გადაამოწმოს შეეხოთ თუ არა ინიციატივა.  

ვიდრე ახალი პორტალი შეიქმნება, მანამდე მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შესძლებთ იმის დააზუსტებას, დააღწიეთ თუ არა ბანკებში არსებულ "შავ სიას" 2019 წლიდან  თავი.  

1. თუ თქვენი სესხი, რომლის დაფარვა ვერ მოახერხეთ, 2000 ლარს აღემატება, თქვენ დავალიანება არ გაგინულდებათ

2. ვლების ჩამოწერა არც იმ შემთხვევაში შეგეხებათ, თუ  2000 ლარამდე თანხა სესხების ონლაინ კომპანია "VIvus"-სისგან აიღეთ. 

ივანე მაჭავარიანის განცხადებით "კომპანია "VIvus"-მა გაუგებარი მიზეზების გამო პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 

ვალების ჩამოწერის შესახებ ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მიღწეული ინიციატივა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გააჟღერა. მისი მტკიცებით, ახალ წლამდე სესხები საქართველოს 600 000 ათას იმ მოქალაქეს ჩამოეჭრება, რომლებმაც 2000 ლარამდე სესხი აიღეს და ვეღარ დაფარეს. 

მთავრობის მხრიდან შავ სიაში არსებული 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის დაანონსება მესამე სექტორმა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლო მოსყიდვის ფაქტად შეაფასა.

ამავე კატეგორიაში