ევროკავშირის მხრიდან საქართველო 231 მილიონ ევრომდე დახმარების მიიღებს - პრემიერი ბრიუსელში გაემგზავრა

20 ნოემბერი 2018, 00:00 1603 ნახვა

ევროკავშირის მხრიდან საქართველო 231 მილიონ ევრომდე დახმარების მიიღებს, შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად პრემიერი ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის შეხვედრა პირველად გაიმართება, ასევე ხელი მოეწერება საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის - 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

შეხვედრები დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც თემატური დისკუსიები გაიმართება.

ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით. პრემიერის განცხადებით განიხილება ეკონომიკური სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროების განვითარება. 

ამავე კატეგორიაში