"ბიძინა ივანიშვილის ღვაწლსა და სიკეთეებზე" 37 სტატია დაიწერა - ავთანდილ ბერიძე

20 ნოემბერი 2018, 00:00 3787 ნახვა

"ადამიანებმა უნდა დაინახონ სიკეთე და მადლიერები იყვნენ"  -  აცხადებს აჭარის მაუწყებელთან უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებზე მიძღვნილი ჟურნალის - "მზიანი ღამის" ერთ-ერთი რედაქტორია. 

გუშინ, 19 ნოემბერს, ბათუმში ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე დაწერილი 37 პუბლიცისტური ნაშრომის განხილვა მოეწყო, რომელიც 5 თვის წინ გამოიცა.

ავთანდილ ბერიძე ამბობს, რომ ქართულ რეალობაში უნიკალური გამოცემა, "ქართული ოცნების" ლიდერის ღვაწლზე და მის მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე მოგვითხრობს.

​''ჟურნალი ეხება სიკეთეს, მადლიერებას. იმას, რომ ადამიანი უმადური არ უნდა იყოს და უნდა დაინახოს გაკეთებული სიკეთე. ამ შემთხვევაში დიახ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისა და ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთეებზეა საუბარი, რომ ადამიანებმა დაინახონ ეს და მადლიერი იყვნენ'.'

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე დაწერილი 37 სტატიის ავტორს შორის ავთანდილ ბერიძე, გოგა ხაინდრავა, ლალი მოროშკინა, როინ მეტრეველი, რამაზ სურმანიძე და სხვები არიან. 

ჟურნალი საქართველოს მასშტაბით უფასოდ რიგდება, ივანიშვილის სიკეთეებზე დაწერილი სტატიები 500 ცალიანი ტირაჟით გამოიცა. ავტორები ირწმუნებიან, რომ ჟურნალი ყოველწლიურად გამოიცემა. 

განხილვა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. 

 

ამავე კატეგორიაში