გვარაში გაზიფიცირება დასრულდა

20 ნოემბერი 2018, 00:00 2601 ნახვა

სოფელ გვარაში გაზიფიცირება დასრულდა. მაგისტრალის მშენებლობისთვის  მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა და ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა 350 მდე ოჯახს მიეცა. სოფელში გაზქურა აჭარის მთავრობისა და სხვა ოფიციალური პირების თანდასწრებით  აანთეს.  შეხვედრაზე მისული მოქალაქეები   საარჩევნო სააგიტაციო ბუკლეტებით მივიდნენ.

კითხვაზე ეს ხომ არ იყო საარჩევნო შეხვედრა, თორნიკე რიჟვაძემ გვიპასუხა ,რომ მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვთ.  შეხვედრაზე საარჩევნო კამპანიაში ჩართული, აჭარის ყოფილი თავმჯდომარე და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი, ზურაბ პატარაძეც იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში