საზოგადოებას  ჰქონდა შესაბამისი რეაქცია და გუნდმა ცივი შხაპი მიიღო - ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი 2018, 00:00 1898 ნახვა

„საპრეზიდენტო  არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ხალხი გაბრაზებულია, უფრო რბილად ვთქვათ, ნაწყენია, თუმცა ამისთვის ოპონენტებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი live“-ში  განაცხადა. აღიარებს, რომ გუნდურობა დაიკარგა და  მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი,  იგივეს ფიქრობს ის   რეგიონებთან დაკავშირებითაც,   სადაც მისი თქმით  პრობლემები არსებობდა მერებისა და საკრებულოების ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ გაჩნდა ბზარი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რომელიც უნდა გამთლიანდეს.  -  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პირველი ტურის შედეგებს, გუნდის ზედმეტ თვითდაჯერებულობას უკავშირებს. მან გუნდი წევრები ასევე  პარტიის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლების შედეგები  გააკრიტიკა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებას  ჰქონდა შესაბამისი რეაქცია და გუნდმა მიიღო ცივი შხაპი.

ამ პრობლემის მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი გუნდში განსახორციელებლი  ცვილლებებით გეგმავ.    როგორც მან  იმედის ეთერში განაცხადა, ერთგულების ნიშნით გუნდში ვეღარ მოხდება დაწინაურება და ადგილების დაკავება. ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ მმართველობითი ხარვეზების გამოსწორებას სჭირდება ერთი წელი და ხალხი იგრძნობს, რომ მთავრობა მათზე ზრუნავს. 

ბიძინა ივანიშვილმა  ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რადგან მიიჩნევს, რომ პარტია დესქტრუქციულ ძალას წარმოადგენს ქვეყნაში. ის დარწმუნებულია რომ საპრეზიდენტო არჩევნებს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვერ მოიგებს და წუხს, რომ საზოგადოებას არჩევანის გაკეთება უწევს თეთრსა და  შავს შორის. 

ქართული ოცნების დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საბანკო ვალების ჩამოწერის ინიციატივასთანდ დაკავშირებითაც. ირწმუნება, რომ ეს ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება და ამის შესახებ დაპირება თავად ჯერ კიდევ მაისში გასცა.მისი თქმით, სწორედ სიღარიბის დონის გაზრდის გამო მისცა საჯარო შენიშვნა კვირიკაშვილს, რადგან მან რეფორმები დააგვიანა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში