იუსტიციის მინისტრის მოადგილე: არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებას რეალური დასაყრდენი არა აქვს

21 ნოემბერი 2018, 00:00 1638 ნახვა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები პროკურატურაში, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მესამე სექტორი აცხადებს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ პროკურატურასთან, თუმცა არ აპირებენ დაასახელონ წყაროს ვინაობა, რომელმაც მათ კონფიდენციალურად მიაწოდა ინფორმაცია.

ეკა გიგაურმა,  ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. პროკურატურაში მყოფთა უარი საგამოძიებო ორგანოს მიერ აღქმული იქნა, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პროკურატურა იმსჯელებს სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასახელებულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში