კონცერტი ბავშვთა მსოფლიო დღეს

21 ნოემბერი 2018, 00:00 1807 ნახვა

ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარის ორგანიზებით ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა. ნამუშევრების თემა  იყო „ჩემი კეთილდღეობა“.  ღონისძიებაზე ათი საუკეთესო ნამუშევარი და მშობლის ათი საუკეთესო წერილი სახელწოდებით „წერილი შვილს“ გამოვლინდა. ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს  ბათუმის ბულვარს,  აჭარის განათლების სამინისტროს, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომლის მიზანია ბავშვთა განათლების ხელშეწყობა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ამავე კატეგორიაში