ბრიტანეთის ელჩი: „საქართველოს რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგის დათვლა რთული იქნება“

21 ნოემბერი 2018, 00:00 1347 ნახვა

ბრიტანეთის ელჩიც გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს. ჯასთინ მაქენზ სმითი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს რომ არჩევნების მეორე ტურს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან. სმითი მოუწოდებს მხარეებს გაუფრთხილდნენ ქვეყნის რეპუტაციას.

„საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გაუფრთხილდნენ ამას. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება” , - აღნიშნავს  ელჩი.

ამავე კატეგორიაში