პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ არჩევნების ბედს მხოლოდ ქართველი ხალხი გადაწყვეტს

21 ნოემბერი 2018, 00:00 1414 ნახვა

საქართველოში არჩევნების ბედს მეორე ტურში გადაწყვეტს მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა ბრიუსელში. მისი თქმით საქარველოში იმართება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები და მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. დარღვევებთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თუკი ასეთი არსებობს ამისთვის კონკრეტული ფაქტების ჩვენება და გამოძიების ჩატარებაა საჭირო.

პრემიერ - მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს ბევრი დამკვირვებელი დაესწროს მეორე ტურს. არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ჟან კლოდ იუნკერი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს წარმატებებს უსურვებს და  ფიქრობს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.  

ამავე კატეგორიაში