ზაზა ოქუაშვილი ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

22 ნოემბერი 2018, 00:00 1800 ნახვა

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ახალი განცხადება რუსთავი ორის ეთერში.  ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ  მას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ტელე იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა აიძულეს.  

 "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ომეგა ჯგუფი" აქციზებს მიიღებდა, აქციზური მარკების სამსახურმა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ აქციზები გასცა, "ქართუ ბანკმა" კი კრედიტის სახით კომპანიას 8 მილიონი ლარი გამოუყო. ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ომეგა ჯგუფს“ ჰქონოდა პოზიტიური განწყობა ამის შემდეგ კი დავალებები უნდა შეესრულებინა. რაც შეეხება რესტრუქტურიზაციას, მისი თქმით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიამ ბიუჯეტში 10 მილიონი უნდა გადაიხადოს, ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.

ამავე კატეგორიაში