დაკითხვის პროცესი ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმეზე გრძელდება

22 ნოემბერი 2018, 00:00 1459 ნახვა

 სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი არკადი ფიფია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ  გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ისინი არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით,  წყაროს ინფორმაციით, „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ: სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები.  

ამავე კატეგორიაში