სამზადისი ზამთრისთვის - თათბირი მერიაში

22 ნოემბერი 2018, 00:00 1814 ნახვა

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ბათუმის მერი სტრუქტურული ერთეულების და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლაშა კომახიძემ მერიის ხელმძღვანელებისგან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ  ინფორმაცია მოისმინა და მათ შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ენერგო-პრო ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია გაზისა და  სილქნეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში