უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება აგვისტოს ომთან დაკავშირებით

22 ნოემბერი 2018, 00:00 1522 ნახვა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კოალიციის წევრები განმარტავენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰააგის პროკურორმა გამოკვეთა სამი მხარე, მათ შორის: ქართული და რუსული შეიარაღებული ძალები და ოსური ძალები, შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება, პასუხისგებაში მისცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც ყველაზე მეტად მიუძღვით ბრალი ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

კოალიცია ასახელებს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა: ინფორმაციის არქონა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; რუსეთის ფედერაციის უარი სასამართლოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობაზე; დაზარალებულთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა; საქართველოს სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენლობის არქონა ჰააგაში; ინტერესის ნაკლებობა საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან.

ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ რომ სწორედ ზემოთჩამოთვლილი ბუნდოვანებების გამო გაჩნდა საზოგადოებაში შეკითხვები. ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას გაააქტიურონ მუშაობა ყველა დონეზე და რაც მთავარია მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უზრუნველყონ სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელება.

ამასთან, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;

ცნობისთვის, ამ თემაზე,თუ ვინ შეიძლება დაისაჯოს ჰააგის საბოლოო ვერდიქტით, ბოლო პერიოდია აქტიურად ვრცელდება განცხადებები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. 

ამავე კატეგორიაში