ქედაში მეწყრული პროცესი ოთხ ლოკაციაზე განვითარდა

23 ნოემბერი 2018, 00:00 2054 ნახვა

ქედაში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტში ოთხ ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის შემოვლითი გზით სარგებლობენ სოფელ ოქტომბრის  მცხოვრებლები.

მეწყერი განვითარდა სოფელ ზვარეში, კოკოტაურისა და ხარაულის საავტომობილო გზებზეც. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მიმოსვლა სრულად დღის ბოლომდე აღდგება. ქედის მერიის ცნობით მეწყერს საფრთხე საცხოვრებელი სახლებისთვის არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ამავე კატეგორიაში