ბათუმის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება

23 ნოემბერი 2018, 00:00 1942 ნახვა

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოს კომისიებში დასრულებულია. დეპუტატების 50 -მდე შენიშვნა წერილობით დასკვნაში აისახება, რომელიც ბათუმის მერს 25 ნოემბრამდე გადაეგზავნება. კორექტირებული ვარიანტი კი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. ჯამში  ბიუჯეტი  154 მლ 361 ათასი ლარია. 

60 % ხარჯებზეა გაწერილი. 2 ნახევარი მილიონი ლარით გაზრდილია შრომის ანაზღაურება,  ბიუჯეტის 42 % ინფრასტრუქტურაზე მოდის. განათლება, კულტურა სპორტი -15 მლ ლარია. ჯანდაცვა კი 16 მილიონი.  ტრანსფერის სახით აჭარის ბიუჯეტიდან  28 მილიონ ლარზე მეტი ლარია გამოყოფილი. 

ამავე კატეგორიაში