სასწრაფო დახმარების მანქანები მაღალმთიანეთისთვის

29 ივლისი 2016, 00:00 4348 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხულოში სოფელ ღორჯომის მოსახლეობას ერთი კვირის წინ დაპირებული სასწრაფო დახმარების მანქანა გადასცა. ზურაბ პატარაძე ადგილობრივებს გაესაუბრა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ეტაპობრივად  მოგვარებას დაჰპირდა. მთავრობის თავმჯდომარე დღესვე ქედის პირველი მაისისა და მერისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილებს გადასცემს. მუნიციპალიტეტმა ავტომობილები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 ათას ლარად შეიძინა. ახალი სატრანსპორტო საშუალებით სოფლის ექიმები მერისისა და პირველ მაისის 645 კომლს მოემსახურებიან.

ამავე კატეგორიაში