მამუკა ბახტაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტაზე

25 ნოემბერი 2018, 00:00 1528 ნახვა

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საერთოდ არ განხილულა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია და მოწყვეტილია რეალობას- ასე გამოეხმაურა, პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა ამ ანგარიშს და სწორედ ამ ანგარიშისა და სხვა წინა ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველო აირჩია ერთადერთ ქვეყნად, ვისაც შესთავზა ის ფორმატი, რა ფორმატზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამავე კატეგორიაში