მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა

25 ნოემბერი 2018, 00:00 1915 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი დასრულდა. სოფელ ხიჭაურში გაზი სიმბოლურად პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებთან ერთად აანთო. ბუნებრივი აირით 11 ათასი აბონენტი მომარაგდება.

გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია. დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც, რაც შუახევის სოფელ ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში