უკრაინის ხელისუფება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

26 ნოემბერი 2018, 00:00 1720 ნახვა

ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის გამო, უკრაინის ხელისუფება ევროკავშირს მიმართავს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

''ჩვენ უნდა შევაჩეროთ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ'' – განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა.

ნიკოლაი ტოჩიცკი ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, 26 ნოემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე აღნიშნული საკითხი დააყენოს.

''მივმართავთ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა აგრესორის შესაკავებლად და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად'' – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. 

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, უკრაინელი მეზღვაურები დაშავდნენ. 

ამავე კატეგორიაში