პოროშენკომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შესახებ განკარგულება ხელი მოაწერა

26 ნოემბერი 2018, 00:00 1570 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის ამოქმედების შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვისა საბჭოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში 2019 წლის 25 იანვარის ჩათვლით იმოქმედებს.

სამხედრო მდგომარეობა ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს, რომელიც დღეს იკრიბება აღნიშნული საკითხის განსახილველად.

მძევლად აყვანილი უკრაინელი სამხედროები მოსკოვში გადაიყვანეს- ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ავრცელებს.  ბორის ბაბინის თქმით, დაჭრილ სამხედროებს ოპერაცია ჩაუტარდათ. მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილური იყო. პეტრო პოროშენკო და იენს სტოლტენბერგი ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის სასწრაფოდ მოწვევის შესახებ უკვე შეთანხმდნენ.

ამავე კატეგორიაში