16 მილიონ 299 ათასი ლარი - საპრეზიდენტო კანდიდატების ჯამური შემოსავლები პირველ ტურში

26 ნოემბერი 2018, 00:00 1864 ნახვა

ფოტო სოციალური ქსელიდან

საქართველოს პრეზიდენტობის 16 კანდიდატმა შემოწირულობის და საბიუჯეტო დაფინანსების სახით, არჩევნებში გასამარჯვებლად 16 მილიონ 299 ათას 394 ლარის შემოსავალი მიიღეს. 

ა​რჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში სახელმწიფო აუდიტორებს უწერიათ, რომ საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლის ორი ძირითადი წყარო აქვთ - შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება.

კვალიფიციურ სუბიექტებს დამატებით მიზნობრივ საარჩევნო დაფინანსებასაც აძლევს სახელმწიფო. მათ თანხა, საარჩევნო უბნებსა და საოლქო  კომისიებში პარტიის წარმომადგენლებისთვის ხარჯის დასაფარად ეძლევათ, ასევე, საარჩევნო რეკლამის განსათავსებლად.  

ჯამში, 2018 წლის 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო 16,299,394 ლარის შემოსავალი.

ყველაზე მეტი თანხა  „სალომე ზურაბიშვილმა მოაგროვა და ჯამში  6 მილიონ 395,983 ლარი მიიღო. 

შემდეგ მოდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1,471,939 ლარით. 

მას მოსდევს "ევროპული საქართველო" – 1,298,850 ლარი. 

დანარჩენების წილი შედარებით ნაკლებია:  

მე-4  "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 860,035 ლარი. 

მე-5 "შენების მოძრაობა" – 587,074 ლრი,

მე-6 "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" – 564,330 ლარი. 

მე-7 "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 544,738 ლარი.

მე-8 "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია – 516,969 ლარი

მე-​9 "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტია – 504,219 ლარი

მე-10 "ახალი საქართველო" 489,471 ლარი

11-ე "მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" – 451,771 ლარი

12-ე თავისუფალი საქართველო 445,616 ლარი

13-ე "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" 411,120

14-ე "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" – 410,220

15-ე  "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა" – 410,220

16-ე  "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" – 410,220 ლარი

ამავე კატეგორიაში