საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა

26 ნოემბერი 2018, 00:00 1418 ნახვა

რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი და აზოვის ზღვაში გახსნილი ცეცხლი იყო დღეს მთავარი თემა საქართველოში - ექსპერტების შეფასებით, საქართველომ ახლა ღია და მკაფიო მხარდაჭერა უნდა გამოხატოს უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ.

ამბობენ, რომ კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. „ევროპული საქართველო“ გამოდის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც შეაფასებენ აზოვის ზღვაში რუსეთის მხრიდან ჩადენილ აგრესიას. რასაც ქართულ ოცნებაში თემით სპეკულირებას უწოდებენ. ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ უკრაინის ელჩისგან პირადად მოისმინა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცვის აუცილებლობისკენ მოუწოდა.

ამავე კატეგორიაში