უკრაინაში საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

27 ნოემბერი 2018, 00:00 1712 ნახვა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების  სარდალი იგორ ვორონჩენკო აცხადებს, რომ ქერჩის სრუტეში ინციდენტის შემდეგ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები ჩვენებებს ზეწოლის ქვეშ აძლევენ. მისი თქმით,  ჩვენებები, რომლებსაც მატროსები იძლევიან,  სიმართლეს არ შეესაბამება. ორ მეზღვაურს ნათესავები ჰყავს ყირიმში, რის გამოც მათზე შესაძლოა ზეწოლა მოხდეს-აცხადებს ვორონჩენკო. უკრაინელი  სარდალი აღნიშნავს, რომ  დაკავებულებს  უკვე შეხვდნენ ადვოკატები. 

შეაგხსენებთ, 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატარღა და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუსმა  სამხედროებმა ცეცხლი  გახსნეს.  შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. დღეს ყირიმში სიმფეროპოლის სასამართლოში დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. რუსეთის საგამოძიებო ორგანოები მათთვის პატიმრობას მოითხოვენ.

ამავე კატეგორიაში