მოვუწოდებ ყველას არ შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას ხელს შეუშლის - პრემიერი

27 ნოემბერი 2018, 00:00 1505 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მოუწოდებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. ''არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით'' - თქვა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე. 

პრემიერი განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნების იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი.

''ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ ამომრჩეველს საშუალება ექნება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი სინდისი კარნახით, მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს. ყველას ხმა დაცული იქნება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება'' - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ მინისტრი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. 

„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება“.

ამავე კატეგორიაში