ქედაში ''ევროპული საქართველო'' ხუთმა წევრმა დატოვა

27 ნოემბერი 2018, 00:00 2301 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ''ევროპული საქართველოს'' ქედის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. ამბობენ, რომ ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' ემიჯნებიან, ასევე არ მოსწონთ მათ მიერ შერჩეული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.  

''არ გვინდა წარსულში დაბრუნება, ვგმობთ პარტიის რუსულ ორიენტაციას. დავით ბაქრაძემ ჩვენი ხმები ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' აჩუქა, ისე რომ ჩვენთვის, რიგითი წევრებისთვის არაფერი უკითხავს'' - თქვა გუნდის ყოფილმა წევრმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

''ევროპული საქართველოს'' ყოფილი წევრები მხარდაჭერას უცხადებენ, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ მუშაობა ''ქართული ოცნების''  გუნდში გააგრძელონ.

''ევროპული საქართველო'' ბათუმის, ქობულეთის ხულოსა და შუახევის ორგანიზაციები, პარტიის წევრებმა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში