შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ''გაუგებარი პირები'' უკავშირდებიან და ვალის დაფარვას სთხოვენ - გია ვოლსკი

27 ნოემბერი 2018, 00:00 2172 ნახვა

''ქართული ოცნების'' წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ გაუგებარი პირები შავ სიაში მყოფ დავალიანების მქონდე მოქალაქეებს უკავშირდებიან და სესხის დროულად დაფარვას სთხოვენ. 

დეპუტატის თქმით, ისინი მოსახლეობას ატყუებენ. მსგავსმა ფაქტებმა კი წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო. 

''სულ ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან შავ სიაში მყოფ დავალიანების მქონდე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე მათზე რიცხული დავალაინება გადაიხადონ'' - ამბობს ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი ლიდერი. 

გია ვოლსკი ვერ აკონკრეტებს ვინ არინ ეს ადამიანები. 

დეპუტატის განმარტებით, შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს, დავალიანებას 15-31 დეკემბრის პერიოდში ჩამოაწერენ. 

''დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ'' - განაცხდა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვოლსკიმ. 

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შავი სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, რომელთა ძირი დავალიანება, ძირითადად, 2000 ლარამდე აქვთ, ახალ წლამდე გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ამავე კატეგორიაში