თურქულ გემზე მყოფ ქართველ მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას გადაუხდიან

27 ნოემბერი 2018, 00:00 3381 ნახვა

''ალიჯან კარტალის'' ეკიპაჟის წევრებს, სახელფასო დავალიანებას გადაუხდიან - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

ქართველი მეზღვაურები თურქი გემთმფლობელისგან თანხის მიღებას რამდენიმე თვეა ითხოვენ. გემი 2018 წლის ივლისიდან ბათუმის ნავსადგურში დგას.

თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აწარმოებდა. უწყების ინფორმაციით, პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები.

ეკიპაჟის ირანელი, უკრაინელი და ინდოელი წევრები სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ. 

თურქული გემის ეკიპაჟის წევრებმა გემმფლობელს სასამართლოშიც უჩივლეს. კაპიტანი თამაზ გოგიტიძე გემის დაყადაღებას, ან გაყიდვას და ამ გზით კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვდა.

 

ამავე კატეგორიაში