ცესკო: არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ყველა საარჩევნო უბანი  მზადყოფნაშია

27 ნოემბერი 2018, 00:00 1906 ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 3 ათას 703 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია. მათ შორის  55  საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ით არის გაზრდილი, -„საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები.

მოქალაქეები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. . 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 528 ათას 658 - ია. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი.

ამავე კატეგორიაში