სამზადისი ბათუმის ოლქში

27 ნოემბერი 2018, 00:00 1610 ნახვა

ხვალ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება - უკვე გადატანილია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენები, სადაც ორი კანდიდატის სახელი და გვარი წერია. ხალხს არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის მოუხდება. ამ ორ კანდიდატს შორის სხვაობა პირველ ტურში ერთი პროცენტიც კი არ იყო, შესაბამისად წინ საინტერესო პროცესი გველის.

უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნება ამომრჩევლისთვის. კენჭისყრისთვის ემზადება ბათუმის ოლქი, აჭარაში ბათუმი ერთ-ერთია, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატს, პირველ ტურში ხმების რაოდენობით ოპოზიციის კანდიდატმა მოუგო, თუმცა ვერც მან გადალახა ბარიერი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში