შსს საარჩევნოდ მობილური ჯგუფების მობილიზებას აპირებს

27 ნოემბერი 2018, 00:00 1499 ნახვა

 არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულები. მისივე განმარტებით, შსს არავის მისცემს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დაიცავს კანონს.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში. შესაბამისად, უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში. სამინისტრო  მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი.

ამავე კატეგორიაში