არასამთავრობო სექტორი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

27 ნოემბერი 2018, 00:00 1644 ნახვა

არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს პრესკონფერენცია მიუძღვნეს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - საია-ში, სამართლიან არჩევნებსა და გამჭვირვალობა საქართველოში აცხადებენ,რომ პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურამდე პერიოდი კიდევ უფრო პოლარიზებული და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. საუბრობენ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ზეწოლის, მუქარისა და ადინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამბობენ, რომ ამან შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საბოლოო შედეგზე.

დღესვე ცნობილი გახდა შეწირული თანხის ჯამური რიცხვი - 1 აგვისტოდან 19 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ზურაბიშვილს მიუღია 9 მილიონამდე ლარი, გრიგოლ ვაშაძეს კი დაახლოებით მილიონ ორასი ათასი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში