ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ''ტვ პირველის'' ჟურნალისტს ხელი დაარტყეს

28 ნოემბერი 2018, 00:00 1770 ნახვა

ტელეკომპანია პირველი აცხადებს, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობისას ხელი დაარტყეს. ჟურნალისტის დიანა ტრაპაიძის განცხადებით, ჩაფიჩაძე თბილისში, გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაღებას, რეგიონებში ავტობუსით როგორ გადაყავთ ამომრჩევლები. მას სწორედ ამ დროს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

დიანა ტრაპაიძის თქმით, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა უკვე გამოიძახა პოლიცია. ადგილზე ტელეარხის სხვა გადამღები ჯგუფიც მიემართება.

ჟურნალისტმა თათია ჩაფიჩაძემ პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით “არა ნაცებს”. მათ ავტობუსებით ამომრჩევლები გადაჰყავთ რეგიონებში.

ამავე კატეგორიაში