კენჭისყრის პროცედურის დაწყებიდან ერთ საათში საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 სარჩელი შევიდა

28 ნოემბერი 2018, 00:00 1868 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 საჩივარი შევიდა.  სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა _ “საქართველოს იურისტთა ასოციაციამ“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს, რაც წილისყრის პროცესს უკავშირდებოდა.

საჩივრის ავტორის ანა მდინარაძის თქმით, 13 -ე უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელმა უარი თქვა გადასატან ყუთის ფუნქციაზე. ისინი კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. საოლქო საარჩევნო კომიიის იურისტის განმარტებით, სხვა უბნებზეც იყო მსგავსი სიტუაცია, თუმცა კენჭისყრის პროცედურა მაინც კანონით განსაზღვრულ დროს დაიწყო. ბათუმში 103 უბანი, აქედან ერთი სპეცუბანია გახსნილი ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მეორე ტურისთვის  ქალაქის მასშტაბით, 143 ათას 925 ამომრჩეველია რეგისტრირებულია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში