''ჩემი საკუთარი ფურცელია'' - მხარდამჭერები საარჩევნო უბნებთან

28 ნოემბერი 2018, 00:00 2050 ნახვა

''უკანონოს არაფერს ჩავდივართ'' - აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან არიან მობილიზებულები. ისინი არ აკონკრეტებენ რა სიები აქვთ ან რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფაქტი ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 104-ე უბანზე გადაიღო. 

81-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც არიან შეკრებილები კოორდინატორები, ისინი ღია ცის ქვეშ სხედან და თან აქვთ სიები. მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. 

მსგავსი შემთხვევები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დაფიქსირდა. მაშინ მესამე სექტორის წევრები ამბობდნენ, რომ ეს იყო მოქალაქეებზე კონტროლის და მათ არჩევანზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.   

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში