ირაკლი ჭეიშვილი: ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ჩვენს კოორდინატორებს სიები წაართვა და მანქანაში ჩაკეტა

28 ნოემბერი 2018, 00:00 2474 ნახვა

29- მე საარჩევნო უბანზე ''ქართული ოცნების'' კოორდინატორებს სავარაუდოდ ''ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტებმა სიები წაართვეს - ინფორმაცია ცოტახნის წინ გაზეთმა ''ბათუმელებმა'' გაავრცელა. ''ქართული ოცნების'' ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ოპოზიციის აქტივისტებს სიები მანქანაში აქვთ ჩაკეტილი. 

ინფორმაცია გვაქვს რომ ჩვენს კოორდინატორს წაართვეს სიები და მანქანაშია ჩაკეტილი. კანონი არ გვიკრძალავს ჩვენი მხარდამჭერების სიები გვქონდეს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. მე დედაჩემს, მამაჩემს, ბებიაჩემს, ბაბუაჩემს სად ჩავწერ, რომელ სიაში და მოვიყვან საარჩევნო უბანზე ეს კანონით არ იკრძალება.

ყოფილმა სამართალდამცავმა, გია ხალვაშმა და მათმა მესვეურებმა ჩვენს კოორდინატორებს წაართვეს სია და ჩაკეტეს მანქანაში. ვითხოვთ სიის უკან დაბრუნებას'' - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ფაქტს 29-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე პოლიციაც იმყოფება.

ამავე კატეგორიაში