ვითარება რეგიონში - ჩართვები მუნიციპალიტეტებიდან

28 ნოემბერი 2018, 00:00 1632 ნახვა

უკვე ოთხი საათია აჭარის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ქობულეთში. ინციდენტი 38-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, სოფელ ქობულეთში მოხდა. 

ბათუმის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი  საარჩევნო ოლქი ქობულეთშია. აქ 65 უბანი ფუნქციონირებს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 68 ათას 65 ამომრჩეველი.  პირველი ტურის შემდეგ მათი რაოდენობა 287-ით გაიზარდა. ამ დროისთვის  81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარია  შესული და ორივე მათგანი, რომლებიც წილისყრის პროცედურებს ეხება. სოფელ ქობულეთში მომხდარი ინციდენტთან  დაკავშირებით საჩივარიც დაიწერა.

შუახევში კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არ დაწერილა არცერთი საჩივარი.
 
ხულოში ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 7% ზე მეტია. ამ დრომდე არცერთი საჩივარი ხულოს საარჩევნო ოლქში არ შესულა, თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმა სიების შედგენის ფაქტები დააფიქსირეს. 

31 უბანია გახსნილი  ქედაში.  ბოლო მონაცემებით აქტივობა 7% პროცენტია. აქვე გეტყვით, რომ პირველ ტურში, მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ქედაში ჰქონდა. სალომე ზურაბიშვილს ელექტორატის  50.61 % -მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს კი 30. 31 %-მა.

ამავე კატეგორიაში