საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბათუმელი ამომრჩეველი აქტიურობით გამოირჩევა. 4 საათში არჩევანი 27 733 მოქალაქემ უკვე გააკეთა, რაც პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით 7000 მეტია.
12 საათის მონაცემებით, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო, რეგისტრირებული ამომრჩევლის 19.27 %-მა.
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე სამი საჩივარია შესული. სამივე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკუთვნით. ოლქში ამბობენ, რომ დარღვევები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება, კონკრეტულად კი წილისყრის დროს ფუნქციების გადანაწილებას. კომისიის რამდენიმე წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე.