ხულოში გადასატან ყუთში ქმრის ნაცვლად ბიულეტენი ცოლმა ჩააგდო ​

28 ნოემბერი 2018, 00:00 2852 ნახვა

ხულოს საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარია დაწერილი, რომელიც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურას ეხება. საჩივარი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელმა დაწერა.

მათი განმარტებით, ერთ-ერთ უბანზე გადასატან ყუთში ბიულეტენი არაუფლებამოსილმა პირმა, უფრო კონკრეტულად კი ქმრის ნაცვლად ცოლმა ჩააგდო. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უბანზე უთხრეს, რომ ამომრჩეველი ბათუმში  სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მის ნაცვლად კი არჩევანი ცოლმა გააკეთა.  

ხულოს საარჩევნო ოლქში  აცხადებენ, რომ უბანზე აღნიშნულ ხმებს აღარ დაითვლიან და სავარაუდოდ, გადასატან ყუთში არსებული 25-ვე ბიულეტენი გაბათილდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში