ხელვაჩაურში 46 უბნიდან სალომე ზურაბიშვილმა 42 უბანში გამარჯვება მოიპოვა

29 ნოემბერი 2018, 00:00 2045 ნახვა

ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლის პროცედურა დასრულდა. ოლქში ინფორმაცია 46-ვე უბნიდან შევიდა. 

''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა 42 უბანზე მოიგო. 4 უბანში კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

საერთო ჯამში ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა 60,02%, ხოლო გრიგოლ ვაშაძე 39,98% მიიღო. 

ხმების დათვლის პროცესში 449 ბიულეტენი გაბათილდა. ხელვაჩაურში  44 944 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 50%-იაინი ბარიერი ვერ გადალახა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში