ქედაში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 2761 ხმით მოუგო

29 ნოემბერი 2018, 00:00 2556 ნახვა

ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა ქედაშიც. 31 უბნის მონაცემები ოლქში გადაიგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 2761 ხმით მოუგო და 7027 ხმა მიიღო. 

რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა 62,22% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე მხარდაჭერა ამომრჩეველთა 37,78%-მა გამოუცხადა. 

ქედაში 15 768 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა, აჭარაში მხოლოდ ქედაში გადალახა 50% ბარიერი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ყველაზე აქტიურები მეორე ტურშიც ქედელები იყვნენ. ხმის მისაცემად უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლის 72,72% მივიდა, რაც 11 418 ადამიანია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში