სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ბათუმი 7000 ხმით წააგო, მეორე ტურში კი 8974 ხმით მოიგო

29 ნოემბერი 2018, 00:00 3328 ნახვა

ბათუმში 103-ვე უბანზე ხმები დათვლილია.  მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა  კონკურენტს დამაჯერებლად მოუგო, თუმცა აჭარის სხვა ოლქებთან შედარებით, სალომე ზურაბიშვილს ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ბათუმში აქვს. მან მოსახლეობის 56%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. 

79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მოქალაქეების 44%-მა გამოუცხადა ნდობა. 

სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში კონკურენტს 8974 ხმით მოუგო.

''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა კანდიდატმა 43 630, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 34 656 ხმა მიიღო. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში დაახლოებით 7000 ხმით წააგო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში