ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 6 ათასი ხმით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს

29 ნოემბერი 2018, 00:00 1977 ნახვა

ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილმა დაახლოებით 6 ათასი  ხმით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს. აქ 46 უბნიდან დამოუკიდებელმა კანდიდატმა 42 უბანში  მოიპოვა გამარჯვება. მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლების უმეტესობამ პირველივე ტურშიც დაუჭირა მხარი, თუმცა მან ვერ შეძლო  50%-იანი ბარიერის გადალახვა.

ხელვაჩაურის ოლქში  სულ 5 საჩივარი დაიწერა, უმეტესობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. როგორ აფასებენ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია და მმართველი გუნდის წევრები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში